საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის  საფუძველზე ვბრძანებ:

1.შეიქმნას სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების  განადგურების  მიზნით  (რომელიც ექვემდებარება გადადგურებას) კომისია შემდეგი შემადგენლობით:   

ა) ასმათ ახალაძე - ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) თეა ქუსიკაშვილი -  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი, მდივანი;

გ) მედეა უშარაული - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

დ) ქეთევან ცაბაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ე) მაია მუჩაიძე -   ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სპეციალისტი,  კომისიის წევრი;

ვ) მირანდა მიქაძე - ხარისხის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.